Untitled
Top 10 ბლოგი მსოფლიოში
     ინტერნეტის განვითარებამ ადამიანებს მისცათ საშუალება საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური ქსელები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და თითქმის ყველაფერს მოიცავს, მაინც "დარჩა" ისეთი შინაარსის ვებგვერდები, რომელთაც "ბლოგს" ვეძახით. სოციალური ქსელებისგან განსხვავებით ბლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას შედარებით დამაჯერებელი სტატული და სერიოზული იმიჯი აქვს. უკვე არსებობს ისეთი ბლოგის კონცეფციები რომელთაც იმდენად აქტიური მომხმარებელი ყავთ რომ მათ ახალი ამბების ფუნქციაც კი შეიძინეს.
     ინფორმაცია ეყრდნობა Alexa Global Traffic - ის და Quantcasa - ის მონაცემებს.
1 |huffingtonpost.com
      110 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ვებგვერდი შეიქმნა 2005 წელს. მუშაობს სახვადასხვა მიმართულებით - ახალი ამბები, პოლიტიკა, ბიზნესი, გართობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები, კულტურა და სხვა.
2 |tmz.com
      30 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. დაარსდა 2005 წელს. გამოირჩევა "ვარსკვლავებზე" - მსახიობებზე გამოქვეყნებული სკანდალებით, უცნობი და ახალი ცხოვრებისეული ამბებით.
3 |businessinsider.com
      25 500 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. დაარსდა 2009 წელს. ვებგვერდი უზრუნველყოფს და ანალიზს უკეთებს ბიზნესის ახალ ამბებს.
4 |mashable.com
      24 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ვებგვერდი დაარსდა 2005 წელს (სახლში), როგორც პირადი ბლოგი. 2009 წელს აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო ბლოგად.
5 | gizmodo.com
      23 500 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ბლოგი დაარსდა 2002 წელს, მისი ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი და ტექნოლოგიაები. ამჟამად ხელმისაწვდომია რამოდენიმე ენაზე.
6 | lifehacker.com
      23 250 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ბლოგი დაარსდა 2005 წელს. ბლოგი მუშაობს ცხოვრებისეული სიტუაციების მარტივ მიგნებებზე (ხრიკებზე) რაც ზრდის ადამიანის პროდუქტიულობას და ეფექტურობას.
7 | gawker.com
      22 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ბლოგი დაარსდა 2003 წელს, მისი ინტერესია სიახლეები და ჭორები რაც ყოველდღიურად ახლდება. ეს ბლოგი დღეს რამოდენიმე მედია ვებგვერდს ფლობს, მათშორის ბლოგებსაც.
8 |thedailybeast.com
      15 500 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ბლოგი დაარსდა 2008 წელს. მისი მთავარი მიმართულებაა ამერიკული ახალი ამბების გაშუქება პოპ კულტურის და პოლიტიკის მიმართულებით.
9 | techcrunch.com
      15 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ვებგვერდი დაარსდა 2005 წელს. არის ცოცხალი ვირტუალური (ინტერნეტ) გამომცემელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ახალი ამბების.
10 | engadget.com
      14 000 000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი თვის განმავლობაში. ბლოგი დაარსდა 2004 წელს. მუშაობს ტექნოლოგიური სიახლეების, მიღწევების, მიგნებების, სამომხმარებლო ელექტრონიკის და ზოგად ტექნოლოგიების მიმართულებით.
 
         
მთავარი გვერდივებ–სიახლეებიგაზიარებულებირეკლამა
საიტის შესახებGOG ათეულიწესებიკონტაქტი