Untitled
GOG.GE - ს ლინკების წიგნაკი

            როგორც მოგეხსენებათ GOG.GE არის საიტების კატალოგი, სადაც მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ვებგვერდი. ასევე GOG.GE - ზე შესაძლებელია რეგისტრაცია, რაც მომხმარებელს დამატებით ფუნქციებს სთავაზობს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ GOG.GE - ს ლინკების წიგნაკზე.

რა არის ლინკების წიგნაკი?

            ლინკების წიგნაკი არის თქვენი პირადი სივრცე (კაბინეტი) GOG.GE -ზე, სადაც მარტივად და მოსახერხებლად შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ვებგვერდების ლინკები (ბმულები). ბმულების ჩანიშვნის რაოდენობა შეუზღუდავია და თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

როგორ ხდება ლინკების ჩანიშვნა?

            თუ თქვენ უკვე ხართ GOG.GE -ზე დარეგისტრირებული, მარტივად გაივლით ავტორიზაციას და გადახვალთ ღილაკზე "ლინკების წიგნაკი" სადაც რამოდენიმე გრაფა არის მოთავსებული. ამ გრაფების შევსება დაგეხმარებათ ჩანიშნული ლინკებიდან მარტივად მოძებნოთ სასურველ დროს სასურველი ლინკი. ლინკის გრაფაში ჩაწერთ (ჩააკოპირებთ) ლინკს, დააყენებთ (შეურჩევთ) შესაბამის კატეგორიას, აღწერთ და განმარტავთ ლინკის შინაარს ან მიუწერთ თქვენთვის სასურველ ტექსტს და დააწვებით შენახვას. შესაბამისი ლინკი განთავსდება თქვენს ლინკების წიგნაკში.

როგორ მოვძებნო "ლინკი" ლინკების წიგნაკში?

            ეს ფუნქცია დაგჭირდებათ როდესაც თქვენს  წიგნაკში დიდი რაოდენობით დაგიგროვდებათ ლინკები. ძიების ველებში ან ნებისმიერ ველში მიუთითებთ თქვენთვის სასურველი ლინკის შინაარსის ან რაობის გამომხატველ სიტყვას რის შედეგადაც პროგრამა გამოგიტანთ ყველა იმ შედეგს რომელიც აკმაყოფილებს (შეიცავს) თქვენს მიერ მითითებულ ძიების რეზულტატს.

რაში მჭირდება ლინკების წიგნაკი?

            თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ სივრცემ დიდი ადგილი დაიკავა ადამიანთა ცხოვრებაში, ინტერნეტში კი ყველაფერი (ნებისმიერი) ინფორმაცია გარკვეული ლინკის (ბმულის) უკან არის განთავსებული. ინფორმაცია იმდენად ბევრია და იმდენი რამე გვაინტერესებს რომ ყველაფრის დამახსოვრებას ვერ ახერხებს ადამიანის ტვინი, ამიტომ თითქმის ყველა ჩვენგანი ამ ლინკებს ვინახავთ ჩვენი მეთოდებით სხვადასხვანაირად, რაც არც ისე მოსახერხებელი და საიმედო აღმოჩნდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში მსგავს ლინკებს "ვაკოპირებთ" Word Document - ში, Text Document - ში, სხვადასხვა ბრაუზერის მეხსიერებაში, ისტორიაში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყოველივეს თავისი ნაკლი აქვს, რადგან "ვინდოუსის" სხვადასხვა პრობლემების დროს ვკარგავთ ზემოთ ჩამოთვლილ საქაღალდეებს და გულდაწყვეტილები თავიდან ვიწყებთ შემდეგი ინფორმაციის შენახვას. ამიტომ შევქმენით GOG.GE - ს ლინკების წიგნაკი სადაც ყველა ჩამოთვლილი პრობლემა მოგვარებულია, სადაც ინფორმაციის შენახვა სანდოა და მოსახერხებელი.

რა უპირატესობები აქვს GOG.GE - ს ლინკების წიგნაკს?

1. ლინკები გვაქვს ერთ სივრცეში და მათი ძებნა არ გვიწევს სხვადასხვა საქაღალდეში რომელებიც გაბნეულია ჩვენს კომპიუტერში.

2. ლინკების რაოდენობის მიუხედავად სასურველი ლინკის მოძიება ადვილია, ლინკების წიგნაკში ჩაშენებული მარტივი  ძიების საშუალებით.

3. შენახული ლინკები უსაფრთხოდ გვრჩება და ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რადგან ისინი განთავსებულია გლობალურ სერვერზე და მასზე არ მოქმედებს სხვადასვა ლოკალური უსიამოვნო შეფერხებები (მაგ. ვინდოუსის გადაყენება, ვინჩესტერის დაზიანება, ბრაუზერის დავირუსება, ფაილის დაკარგვა და სხვა..)

4. ლინკები ყოველთვის და ყველგან ხელმისაწვდომია თქვენთვის. (მაგ. არა ხართ სახლში მაგრამ შენახული ლინკზე არსებული ინფორმაცია კი დაგჭირდათ მეგობართან, მეზობელთან, სამსახურში და სხვა...). GOG.GE -ს ლინკების წიგნაკი გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი კომპიუტერიდან, სადაც ინტერნეტია, შეხვიდეთ თქვენს პირად სივრცეში და გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ: ინფორმაციის გამოყენების შემდგომ დახურეთ სესია (თქვენი პირადი სივრცე). თქვენივე უსაფრთხოებისთვის.

სხვა რა დამატებითი ფუნქცია აქვს GOG.GE -ს ლინკების წიგნაკს?

            ხანდახან ინტერნეტში ისეთ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდებით ხოლმე რომ გვინდა გავუზიაროთ ვინმეს და ასეც ვიქცევით, ლინკს ან ინფორმაციას ვუზიარებთ მეგობრებს სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ GOG.GE -ს ლინკების წიგნაკი გაძლევთ საშუალებას მსგავსი საინტერესო ლინკი შეიტანოთ თქვენს წიგნაკში და გაუზიაროთ არამხოლოდ თქვენს მეგობარს, არამედ ფართო აუდიტორიას. თქვენს მიერ გაზიარებული ლინკი ჩავარდება (განთავსდება) ცალკე განყოფილებაში რომლის ნახვაც შეეძლება ყველას. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ თქვენც როდესაც დამატებით ეძებთ რაიმეს, შეხვალთ GOG.GE - ს "გაზიარებულებში" და გადახედავთ სხვების გაზიარებულ საინტერესო ინფორმაციას.

სხვა?

            სხვა ლინკების წიგნაკში შენახულ ლინკებზე შეგიძლიათ დააყენოთ სტატუსი ნანახი და სანახავი რაც დამატებითად დაგეხმარებათ მათ დახარისხებაში.

            შეგიძლიათ წაშალოთ არასასურველი, მოძველებული ლინკი (ინფორმაცია) თქვენს წიგნაკში.   მოხსნათ ან მიანიჭოთ სტატუსი გაზიარება და სხვა.

         
მთავარი გვერდივებ–სიახლეებიგაზიარებულებირეკლამა
საიტის შესახებGOG ათეულიწესებიკონტაქტი