Untitled
რა არის GOG.GE

            GOG.GE არის ქართული და უცხოური პოპულარული  საიტების კატოლოგი, რომელიც ახდენს ინტერნეტში არსებული რესურსების ოპტიმიზაციას საკუთარ სივრცეში, რაც მომხმარებელს უადვილებს სასურველი და საინრეტესო ვებგვერდების მოძიებას. GOG.GE აერთიანებს 3000 - ზე მეტ ვებგვერდს, რომლებიც მომხმარებელთა აქტივობის მიხედვით შეირჩა. GOG.GE საიტების კატალოგი დაყოფილია ძირითად კატეგორიებად, სადაც შესაბამის კატეგორიაში მოთავსებულია შესაბამისი შინაარსის ვებგვერდი. თითვეული ვებგვერდი წარმოდგენილია ლოგოტიპის, დამხმარე სურათის (მთავარი გვერდის სურათის) და ვებგვერდის შინაარსის მოკლე აღწერის საშუალებით, რაც მომხმარებელს უადვილებს ძიების პროცესს (ვებგვერდის შერჩევას). GOG.GE - ზე სისტემატიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რის შედეგადაც ემატება ახალი საინტერესო საიტები და უქმდება არამუშამდგომარეობაში მყოფი ვებგვერდები ადმინისტრაციის მიერ, რაც მომხმარებელს  უქმნის კომპორტს.

            მომხმარებელი რომელიც ეძებს მისთვის საინტერესო, სასურველ ვებგვერდს შედის GOG.GE - ზე, ირჩევს სასურველ კატეგორიას, მონახავს სასურველი ვებგვერდის ლოგოს და აკლიკებს (აწკაპუნებს) მასზე საიტის გასახსნელად. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა ზუსტად არ იცის თუ რომელ კონკრეტულ ვებგვერდს ეძებს, მას შეუძლია შევიდეს სასურველ (შერჩეულ) კატეგორიაში, კურსორი გადაატაროს ვებგვერდთა ლოგოტიპებს და გამოსული დამხმარე სურათით ან იგივე გრაფაში გამოტანილი საიტის შინაარსის გამომხატველი ტექსტის საშუალებით შეარჩიოს სასურველი ვებგვერდი ან ვებგვერდები.

            GOG.GE - ზე შესაძლებელია რეგისტრაციის და შემდეგ ავტორიზაციის გავლა, რაც მომხმარებელს დამატებით ტექნიკურ მომსახურებას და საინტერესო საშუალებებზე წვდომას აძლევს. რეგისტრაციის გავლა საშუალებას მოგცემთ შექმნათ საკუთარი გვერდი, საკუთარი სივრცე ინტერნეტში, შეინახოთ სასურველი საიტები - GOG.GE - ზე არსებული რესურსებიდან, ასევე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს მიერ მოძიებული სასურველი ლინკების შეუზღუდავი რაოდენობა მთლიანი WWW სივრციდან, დაახარისხოთ და დაასათაუროთ ისინი, სურვილის შემთხვევაში გააზიაროთ, გაუზიაროთ ფართო აუდიტორიას.

            ამ ეტაპზე განვიხილოთ პირადი კატალოგის შექმნა. რეგისტრაციის გავლის შემდგომ ვებგვერდზე გექნებათ საკუთარი სივრცე (კაბინეტი), სადაც რამოდენიმე დამატებითი დეტალია მოთავსებული. კატეგორიებში თითვეულ ვებგვერდის ლოგოს მარჯვენა ქვედა კუთხეში მიმაგრებული აქვს მოსანიშნი უჯრა, რაც საშუალებას გაძლევთ შერჩეული, სასურველი ვებგვერდი მონიშნოთ და გადაიტანოთ საკუთარ კატალოგში ანუ ვებგვერდები განთავსდება თქვენი კაბინეტის საიტების პირად კატალოგში. ეს ყოველივე მომხარებელს გაუადვილებს შემდგომი ძიების პროცესს და შესაბამისად დაზოგავს თქვენს დროს, ასევე შეგიქმნით კომფორტს სხვადასხვა შინაარსის თქვენთვის საჭირო და საინტერესო ვებგვერდები გქონდეთ ერთ სივრცეში. GOG.GE - ზე შექმნილი კატალოგი გექნებათ ყოველთვის და ყველგან , აღარ მოგიწევთ შემდეგ "ნაცნობ სიტუაციებში" მოხვედრა (როდესაც გადააყენეთ ვინდოუსი და წაგეშალათ ბრაუზერებში შენახული ლინკები, ხართ სხვაგან და ხელი არ მიგიწვდებათ საკუთარ ბრაუზერზე ან წიგნაკზე რომელიც კომპიუტერში გაქვთ შენახული, დავირუსდა თქვენი კომპიუტერი და წაგეშალათ ლინკები, ბრაუზერმა გააკეთა "აფდეითი" და რატომღაც აღარ გამოიტანა თქვენი მითითებული საიტები და ასე შემდეგ)... GOG.GE კატალოგის შექმნით ყოველთვის შესაძლებლობა გექნებათ შეხვიდეთ თქვენს პირად სივრცეში (კაბინეტში) და თვალი გადაავლოთ თქვენთვის მუდმივად საინტერესო, თქვენივე შერჩეულ ვებგვერდებს. თქვენი კაბინეტიდან (საიტების კატალოგიდან) სურვილის შემთხვევაში საშუალება გექნებათ ამოშალოთ და ჩაამატოთ სხვადსხვა ვებგვერდები. საკუთარი კატალოგის შექმნა გიქმნით კომფორტს რათა  არ გიხდებოდეთ თქვენთვის მუდმივად საჭირო, საინტერესო და სასურველი ვებგვერდების ძიება სხვადასხვა ცნობარებში. შექმენით თქვენი პირადი კატალოგი და დაზოგეთ დრო.

            GOG.GE აქვს საკუთარი ბლოგი სადაც განთავსებულია საინტერესო თემები, სიახლეები ინტერნეტ სივრციდან, საინტერესო ვიდეოები და GOG ათეული, სადაც მოცემულია სხვადასხვა შინაარსის  ვებგვერდების რეიტინგები მსოფლიოს მასშტაბით.

            GOG.GE - ს დამატებითი ფუნქციების შესახებ გაეცანით სხვა სტატიებს.

            მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში და დაგვიმეგობრდით, კეთილი სურვილებით GOG.GE - ს ადმინისტრაცია.

            GOG.GE - ქართული ინტერნეტ კატალოგი, ყველა ვებგვერდი ერთ სივრცეში.

            GOG.GE - თქველი ახალი ინტერესი.

         
მთავარი გვერდივებ–სიახლეებიგაზიარებულებირეკლამა
საიტის შესახებGOG ათეულიწესებიკონტაქტი